გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები
სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
სკოლის III-IV კლასების
მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სხვადასხვა საინტერესო აქტივობები. ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და კიდევ
ერთხელ გაანალიზეს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ჯანმრთელობისთვის.
აქტივობებში, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი უფროსკლასელები.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს ასეთი აქტიურობისა და ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: