ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ახლახან სასკოლო სპორტის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანი მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვაა.
აღნიშნული კვირეული სკოლაში მინიფეხბურთით გაიხსნა. შემდეგ კი კალათბურთის თამაში გაიმართა. აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მადლობა სპორტის მასწავლებელს - დავით ფრუიძეს, ასევე მოსწავლეებს აქტიურობისა და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.
ჩვენ შესანიშნავი მეკარე გვყავს ფეხბურთში! დაიმახსოვრეთ! რა ვიცით, რა ხდება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: