თბილისის N169 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა
02-10-2024

თბილისის N169 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა მოტივაციაც მაღალია და სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. ამჯერად, სკოლაში კონკურსის - SOS PLASTIC შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა. 

აღნიშნულ კონკურსში სკოლის ეკოკლუბის 15 მოსწავლით დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობდა, რომელთაც ინოვაციური აქტივობების განხორციელების გზით, გამარჯვების მოპოვება შეძლეს. სკოლას, საჩუქრის სახით, 2300-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი გადაეცა, ხოლო მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსი SOS PLASTIC განახორციელა კავკასიის გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების წახალისება, გამოეკვლიათ საკუთარი პლასტმასის ნაკვალევი და ერთჯერადი პლასტმასის ნივთების მოხმარება თავიდან აერიდებინათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203