ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა. ისტორიის პედაგოგმა - ჯონი მუშკუდიანმა მოსწავლეებს ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციია გააცნო.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სხვადასხვა თემატურ საკითხზე ისაუბრეს.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. აფხაზეთი საქართველოა! დიდება გმირებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: