ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. ისინი ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, სასკოლო გარემო მორთეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
სკოლის დირექტორმა - მარგო ბალასანიანი მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.
„ეს დღე, ცოდნის სამყაროში შესვლის მაუწყებელია და ყველა ჩვენგანის დღესასწაულია. ამ სადღესასწაულო დღეს ყველა სკოლის მოსწავლეს ვულოცავთ, განსაკუთრებით კი, პირველკლასელებს. სასწავლო პროცესს ენთუზიაზმითა და დადებითი განწყობით შევუდექით“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ფოტო: