აბაშის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.
რასაკვირველია, გამონაკლისი არც სოხუმის დაცემის დღე ყოფილა. სკოლაში ამასთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა საკუთარი სათქმელი და 27 სექტემბერი ხელოვნებაში ასახეს. გარდა ამისა, საქართველოს დროშები გაშალეს, ბუშტები გაუშვეს და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლაში შემდეგი გზავნილები გაჟღერდა - „აფხაზეთი საქართველო არის“ და „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი“.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: