საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.
ის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იგი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე იყო.
განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძე გიორგი ამილახვარს შეცვლის.
გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.