თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში აქტიური, შემოქმედებითი, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. ამჯერად, მე-2- მე-4 კლასის მოსწავლეები მოწოდებას - „დღე ავტომობილების გარეშე“ გამოეხმაურნენ.
მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და სკოლაში ერთმანეთს წარუდგინეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ჟანგბადს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.
აქტივობამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: