სამტრედიის N4 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული აღუზრდია. აღსანიშნავია, რომ სკოლა წელსაც ასახელეს კურსდამთავრებულებმა. მათ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, გრანტიც მოიპოვეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა: ანა კეკელიძემ, ირაკლი ჯანგველაძემ და ლუკა ბარამიძემ 50%-იანი გრანტი აიღეს, ხოლო ამანდა ჯანელიძე 70%-ანი გრანტის მფლობელი გახდა.
მათი მიღწევებით სკოლა ამაყობს და თითოეულ კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: