ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ქართული, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. ასევე, თქვეს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტულ აქტივობებში უფრო მეტი ბავშვი ჩაერთოს.
მოსწავლეებმა თემატური მაკეტებიც დაამზადეს, რომლებზეც ნათლად ჩანდა, თუ რა ზიანი მოაქვს არაჯანსაღი საკვების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას.
მერვეკლასელები აქტივობაში, პედაგოგ რუსუდან მელიქიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: