ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს, სკოლაში, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ბავშვებისთვის სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად მოირთო, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც „ცოდნის ტაძარში“, რასაც სკოლა ჰქვია, პირველად შეაბიჯეს.
ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა - მაკა ისაკიძემ და პედაგოგებმა თითოეულ მოსწავლეს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ნაყოფიერ, წარმატებულ და აღმოჩენებით სავსე წელს“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: