„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებული მიღწევის მქონე მოსწავლეა – საქართველოს სახელმწიფოსა და შესაბამისი ფედერაციების მიერ ინიცირებულ კონკურსებსა ან სპორტულ შეჯიბრებებში საჯარო სკოლის სახელით მონაწილე მოსწავლე, რომელიც დაიკავებს საპრიზო ადგილს აღმოსავლეთ საქართველოს, რესპუბლიკურ ან საერთაშორისო მასშტაბის ინდივიდუალური სახეობის სასწავლო, ინტელექტუალურ, შემოქმედებით კონკურსებსა ან/ სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი სასკოლო გუნდის წევრი.
„აღმოსავლეთ საქართველოს კონკურსი/ შეჯიბრება:
პირველი ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 300 ლარით;
მეორე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 200 ლარით;
მესამე ადგილის დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 150 ლარით.
გუნდის წევრზე ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს კონკურსი/შეჯიბრება:
განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 200 ლარით;
ბ) რესპუბლიკური კონკურსი/შეჯიბრება:
განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 300 ლარით;
გ) საერთაშორისო კონკურსი/შეჯიბრება:
განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 400 ლარით“, - ნათქვამია დადგენილებაში.
განსაკუთრებული მიღწევის მქონე მოსწავლემ ან/მოსწავლის მშობელმა/მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ცნობა მოსწავლის საჯარო სკოლაში სწავლის შესახებ;
გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ან/პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მოსწავლის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მოსწავლის ან/ მშობლის /ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები;
ვ) მშობლის ან/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.