ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილების გამრავალფეროვნებისა და მათში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 ა კლასში, პედაგოგ თეა ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო შემოქმედებითი გაკვეთილი ჩატარდა.
მეორეკლასელებმა პლასტილინისგან მთებისა და ქედების მაკეტები შექმნეს, შემდეგ კი ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე საკუთარი ხელით დამზადებული რესურსების გამოყენებით მთის ძირითად ნაწილებს გაეცნენ.
ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
„ასეთი ხელმარჯვე გოგო-ბიჭები სწავლობენ ჩვენი სკოლის მე-2 ა კლასში“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: