„დღე , რომელიც განსაკუთრებულად სტკივა თითოეულ ჩვენგანს“ -ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის ქრონიკები გაიხსენეს
03-10-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებას და მათ ინფორმირებას რა დიდი და რთული გზა განვლო ერმა დღემდე, სწრაფვა კი ერთი იყო - ბრძოლა თავისუფლებისთვის.

ცხადია სკოლაში 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენას, სოხუმის დაცემასაც მიეძღვნა საინფორმაციო შეხვედრა, მოსწავლეებმა საქართველოს არც ისე შორეულ წარსულში „იმოგზაურეს“. 

ბავშვებმა ტრაგიკული დღის ქრონიკები ვიდეორგოლების სახით ნახეს, პატივი მიაგეს სამშობლოსთვის მებრძოლ გმირებს და ისაუბრეს თუ რა მძიმეა ომი და რომ აფხაზეთი საქართველოა. 

„დღე , რომელიც განსაკუთრებულად სტკივა თითოეულ ჩვენგანს. დღე, როდესაც დაეცა სოხუმი. აფხაზეთის ომთან დაკავშირებული კადრებმა საოცარი განცდა გამოიწვია. აცრემლებული პატარები, სამშობლოსათვის გულანთებულები“, - ასე აფასებენ სკოლაში 27 სექტემბრისთვის მიძღვნილ საინფორმაციო შეხვედრას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203