მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
„31 წელი სოხუმის დაცემიდან…იცოდე შენი ქვეყნის ისტორია!“,- ამ გზავნილით, სკოლაში მინი ლექცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მე-6 - მე-8 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, მათ არც ისე შორეული წარსულის და ჩვენი ერისთვის ტრაგიკული მოვლენის, სოხუმის დაცემის ქრონიკები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა ომის სიმძიმეზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ საქართველო აფხაზეთია.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებასა და მათთვის ქართველი ერის განვლილი მძიმე და გრძელი გზის გაზიარებას.
იხილეთ ფოტოები: