სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს და საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული.
განსაკუთრებული შემართებით გამოირჩევიან მეორეკლასელები, რომლებიც ახლახან, საგან „ბუნებაში“, საგზაო ნიშნებს გაეცნენ.
„საგზაო ნიშნების მოდელი“ მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და მარტივად გასაგები აღმოჩნდა. რისთვისაც სკოლა მადლობას უხდის სახელმძღვანელოს ავტორს ხათუნა გოგოლაძეს.
„მადლობა თქვენ საინტერესო, სახალისო და მარტივი ენით შედგენილი სახელმძღვანელოსთვის, რომელიც მორგებულია ასაკის შესაბამის შესაძლებლობებზე. მოსწავლეები ყოველთვის ხალისით ერთვებიან აქტივობებში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: