„პინოქიოს თავგადასავალი“ - თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს
03-10-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე დიდი მონდომებით იმუშავეს.

კომპლექსური დავალების თემა კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“ იყო.

მოსწავლეებმა: ელენე ნაჭყებიამ, ანდრია წურწუმიამ, ლილე წურწუმიამ და გაბრიელ მესხმა მოირგეს მთავარი პერსონაჟის - ხის კაცუნა პინოქიოს როლი, გამოვიდნენ კლასის წინაშე და გააცნეს მსმენელებს მოკლე ინფორმაცია პერსონაჟის ვინაობის, წარსულისა და ახლანდელი ცხოვრების შესახებ.

აქტივობებში მეორეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი. გაკვეთილი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

„მადლობა თქვენ და თქვენს მშობლებს, რომლებმაც დაუვიწყარი გაკვეთილი გვაჩუქეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203