ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსში, ღონისძიებასა თუ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, მათ ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს.
გარდა ამისა, მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობენ. მათ შორის, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაში - „შოთაობა 2024“ ჩაერთნენ. შეჯიბრი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აღსაზრდელებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეტ ფოტოები: