გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების ტექნიკის შესახებ გამართულ ტრენინგებში ჩაერთნენ
03-10-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ წარმატებულ მომავალსა და მოტივირებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ახლახან, პროექტის - „არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, სოფელ გუმბათში დებატების ტექნიკაში ტრენინგები ჩატარდა. მის მიმდინარეობაში ამავე სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეები შეირჩნენ. პროექტის მეორე ეტაპზე კი, ტრენინგის მონაწილეები საჯარო დებატებში ჩაერთვებიან. 

ამ პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ისეთი უნარების განვითარებაა, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა და ა.შ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203