ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც სოხუმის დაცემის დღე ყოფილა. სკოლაში ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება - „დავბრუნდებით აფხაზეთში“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და თანატოლებს ისტორიული პერიპეტიების შესახებ დეტალურად უამბეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური სიმღერები შეასრულეს, ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: