მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ლიდერები აირჩიეს
03-10-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი გარემოა შექმნილი, სადაც ახალგაზრდები დემოკრატიულ ღირებულებებს ეცნობიან. 

ახლახან, სკოლაში არჩევნები გაიმართა. მოსწავლეებმა მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამოქალაქო განათლების, მკითხველთა და სპორტის მოყვარულთა კლუბების ლიდერები აირჩიეს.

არჩევნების შედეგად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას - ანი ბარბაქაძე, სამოქალაქო განათლების კლუბს -  ლიზი ბარბაქაძე, მკითხველთა კლუბს - ანი ბარბაქაძე, ხოლო სპორტის მოყვარულთა კლუბს იოანე აბესაძე გაუძღვებიან. 

სკოლაში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე სასწავლო წელი ნაყოფიერი იქნება როგორც თითოეული კლუბის ლიდერის, ისე თითოეული მოსწავლისთვის. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203