აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ჭადრაკის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
29 სექტემბერს, ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში - „ნონა გაფრინდაშვილი თასის“ იმერეთის რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა. მასში საჩხერის N1 საჯარო სკოლის გუნდიც ჩაერთო.
გუნდის წევრებმა ილია ერაძემ, ალექსანდრა ძინძიბაძემ, ბარბარე ლომიძემ და ალექსანდრე ხუციშვილმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და I ადგილი დაიკავეს. გუნდის კაპიტანი კი კახა სამყურაშვილი გახლდათ.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: