ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდა.
16 სექტემბერს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. დირექციამ და პედაგოგებმა სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად მორთეს.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ კუთვნილი წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლის დირექტორმა - ლონგინოზ თოდუამ სწავლის დაწყება ყველას - მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებსაც ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდი და საინტერესო თავგადასავლები ელოდებათ მშვიდობიან, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ ყველას“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოოტები: