ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. პირველ ოქტომბერს, სოფელს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი ეწვია, მას მშობლიურ სკოლაშიც უმსაპინძლეს.
მერაბ დვალიშვილი პედაგოგებსა და მოსწავლეებს გულთბილად შეხვდა. ის ბავშვებს თავის წარმატებასა და მიღწევებზე ესაუბრა. გარდა ამისა, სულორის საჯარო სკოლის კედლებში გარტარებული ბავშვობის მოგონებები სიყვარულით გაიხსენა და მშობლიური კუთხისა და სკოლის მიმართ მადლიერება გამოხატა.
ჩემპიონს სკოლის დირექტორი - დოდო ჩახუნაშვილი და პირველი კლასის მასწავლებელი - მარგალიტა დვალიშვილი მიესალმნენ. მათ მერაბს უსურვეს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიო ასპარეზზე ყოველთვის გაეტანოს და სამშობლო ესახელებინოს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, მაისურები დაარიგა და მოსწავლეებს ავტოგრაფები მისცა.
„მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემი იყო მერაბის განვლილი გზა, ბავშვობიდან ჩემპიონობამდე. მათ კარგად გაიაზრეს, თუ როგორ შეიძლება თავდაუზოგავი შრომითა და ნიჭით მიზნის მიღწევა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: