ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა. ისტორიის მასწავლებელმა - ნათია ტაბატაძემ, მოსწავლეებს თემატური მინი-ლექცია ჩაუტარა.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ დამოკიდებულება ნახატების საშუალებით გამოხატეს. მათ ცოდნა გაიღრმავეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სხვადასხვა თემატურ საკითხზე ისაუბრეს.
„ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება“,- სწორედ ეს მოწოდება ისმოდა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: