ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კლუბის ახალმა თავმჯდომარემ მიმდინარე წლის პროექტებსა და აქტივობების გეგმაზე, კლუბის წევრებთან ერთად ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კლუბის თითოეულ წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი აზრი კლუბის სახელის, სლოგანისა და აქტივობების შესახებ დაეფიქსირებინა.
დღის ბოლოს, მოსწავლეები შემდეგ სახელსა და სლოგანზე შეჯერდნენ: „მომავალი ჩვენია!“ და „მომავალს ვქმნით ჩვენ!“.
იხილეთ ფოტოები: