ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი მონდომებითა და ინტერესით სწავლობენ.
ამჯერად, ისინი ჭადრაკის პირველ სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. ღონისძიება -„ნონა გაფრინდაშვილის თასი“ ქუთაისში ჩატარდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს.
რაიონული ტურნირის გამარჯვებულის დიპლომები გადაეცათ. მათ შორის არიან ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ავთანდილ ბოჭორიშვილი და მე-3 კლასის მოსწავლეები - მათე ბოჭორიშვილი, ანამარია გელაძე და ემილია თეთრაული.
აღსანიშნავია, რომ დიპლომით მათი პედაგოგი - დარინა კირკიტაძეც დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტო: