ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და განახლებული შემართებით დაიწყო.
საზეიმოდ მორთული კლასები, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული მოსწავლეების შთამბეჭდავი პერფორმანსები სკოლის ეზოში და 16 სექტემბრის ამაღლებული განწყობა ზინობიანის საჯარო სკოლაში, განწყობა, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა მოსწავლეებში და ამაზე მეტყველებს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
ცოდნის დღესასწაული ზინობიანის საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორმა მაია კოშმატაშვილმა გახსნა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება.
ღონისძიებაზე გამოცხადდა სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებები და სიგელები გადაეცათ, გასულ სასწავლო წელის წარჩინებულ მოსწავლეებს.
ღონისძიება დატვირთული იყო სკოლის მოსწავლეთა მიერ მომზადებული სიმღერებითა და ცეკვებით.
„ეს დღე განსაკუთრებული იყო ჩვენი საყვარელი პირველკლასელებისათვის, რომლებმაც თავი წარმოაჩინეს ლექსებით. სასკოლო საზოგადოებამ შეასრულა საქართველოს ჰიმნი, პირველკლასელებმა დარეკეს პირველი ზარი და ყველა მოსწავლე მიუჯდა თავის მერხს პედაგოგების მიერ გალამაზებულ და გახალისებულ კლასებში“, - ასე შეაფასეს 16 სექტემბერი სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: