თბილისის N136 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას.
სწორედ ამ მიზნით, 29 სექტემბერს მე-10ა კლასის დამრიგებელმა ეკა ყურაშვილმა სადამრიგებლო კლასი წაიყვანა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლზე „ვანო და ნიკო“, ეზიარნენ მსახიობების საშემსრულებლო ოსტატობას და შინ, ემოციებით დატვირთულები, შთაბეჭდილებებით სავსენი დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ნახვის შემდეგ კლასში გაიმართა დისკუსია, თემაზე - „ბოროტსა სძლია კეთილმა“, სადაც მოსწავლეებმა თამამად დააფიქსირეს საკუთრი მოსაზრება და დებატებისას ერთმანეთს არგუმენტები გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: