თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების წახალისებითა და ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო კონკურსებში და თავიანთ ცოდნას ადასტურებენ.
ამჯერად, 3ა კლასის მოსწავლეები „ევერესტის“ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.
მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეები და მათი მათემატიკის მასწავლებელი თამარ ბერულავა დაჯილდოვდნენ.
„ვულოცავთ აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს და კიდევ უამრავ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!“, - აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მათი წარმატება და მომავალ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: