ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის IIგ და IIა კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობად იქცა.
კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“ იმ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყველა ბავშვში იწვევს დადებით ემოციებს. შესაბამისად, დიდია მოსწავლეთა მისდამი ინტერესი, ამის დასტურია ისიც, რომ IIგ და IIა კლასის მოსწავლეებმა წიგნის კითხვა სასიამოვნო პროცესად აქციეს
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობა თიბისის ოთახიდან დაიწყეს.
პატარებმა ერთად დაგეგმეს გაკვეთილი, რომელიც ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოვიდა. მათ დიდ ეკრანზე უყურეს ამავე სახელწოდების მულტფილმს და შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები. მსჯელეს, გამოთქვეს ვარაუდები, იკამათეს და პინოქიოს როლიც კი მოირგეს.
მოსწავლეებმა გაკვეთილის დასასრულს გადმოსცეს შთაბეჭდილებები და შეასრულეს სხვადასხვა ინტერაქტიული და სახალისო დავალებები.
არსანიშნავია, რომ IIგ კლასის დამრიგებელი თეა ხურციძეა, IIა კლასის დამრიგებელი კი - ქეთევან ყვირილიანი.
იხილეთ ფოტოები: