ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად, მოსწავლეები - თეკლა თვალაბეიშვილი და ელენე ჯულაყიძე, რომელთა პედაგოგი ნატალია კრემეზნაია გახლავთ, ბავშვთა ნახატების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვთა ნახატების კონკურსი ალექსანდრე პუშკინის დაბადებიდან 225- წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებს ყოველთვის მხარს უჭერს და მათ მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები: