ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან და მათ სამშობლოს სიყვარულს უღვივებენ. ამას მოწმობს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში თუ სკოლის გარეთ, მათი ჩართულობით იმართება.
ამჯერად, ყუმურის საჯარო სკოლასთან არსებული საბავშვო თეატრის მსახიობები შინდისის გმირების მემორიალის მოსანახულებლად ვანის მერიისა და კულტურის სამსახურის დაფინანსებით იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა გმირთა მემორიალი შეამკეს დროშებითა და თაიგულებით. მათ ასევე, წაიკითხეს რაიონის წარმომადგენელი გმირის მიხეილ დვალიშვილის ლექსები, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ვიდეო ბმულზე