გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
იქ ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნის გაჟღერებითა და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო.
სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე ისაუბრა. სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა მაია ოზბეთელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. მათ ბავშვები უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: