სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.
ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სკოლის დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან მოსწავლეებს და მასწავლებლებს წარმატებები უსურვა და წარჩინებულებს სიგელები გადასცა.
სკოლაში საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა და დროშაც აღიმართა. იქ მონატრებულ მოსწავლეებს მასწავლებლები დიდი სიყვარულით შეეგებნენ.
აღსანიშნავია, რომ დირექტორმა პედაგოგ მაია შანშაშვილს, რომელმაც კვალიფიკაცია აიმაღლა, მადლობა გადაუხადა.
„თამილა ქურხაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა პედაგოგს, სკოლის ავტორიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის კი, პედაგოგებს - ქეთევან ბოსტაშვილს და მზია მახარობლიშვილს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: