დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს უმასპინძლეს
04-10-2024

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

იქ ახალხან ამავე მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს - მარიამ ჯაფარიძეს უმასპინძლეს, რომელიც სკოლაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. 

მარიამ ჯაფარიძე XII კლასის მოსწავლეებს, დირექტორსა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მათ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს და გეგმები დასახეს. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მოსწავლეებმა იაქტიურეს, მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, მესტიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა დიდი ისტორიისა და ტრადიციის მატარებელია. იქ არაერთი სახელოვანი ადამიანი აღიზარდა, რომელთაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. 

„მესტიის N1 საჯარო სკოლა რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სკოლა იძლევა უამრავ შესაძლებლობებს ბავშვების სწავლისა და განვითარებისთვის დაწყებითი სკოლიდან საშუალო სკოლამდე. თანამედროვე საკლასო ოთახებითა და რესურსებით  აღჭურვილი სკოლა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას და ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას“,- აღნიშნა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203