წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეები მონატრებულ სკოლაში დიდი სიყვარულით, ყვავილებით ხელდამშვენებულები მივიდნენ. მათთვის სადღესასწაულო განწყობის გაღვივებაზე მასწავლებებმა იზრუნეს.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული სიხარულით შეეგებნენ პირველი კლასის მოსწავლეებს, მათ სასკოლო ცხოვრებაში დამრიგებელი შეუძღვა. პატარებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეთს მიულოცა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: