მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ის საზეიმო დახვედრა, რომელიც მათთვის ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში მოეწყო.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ დირექცია, პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ და კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცეს.
დირექტორმა - ციოყ წერედიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებები ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ბავშვებს!“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: