2025 წლიდან გამოცდებზე ვიზუალურ გამოსახულებასათან ერთად ხმაც ჩაიწერება
22-10-2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლიდან მის მიერ ორგანიზებულ გამოცდებზე ვიზუალური გამოსახულებასთან ერთად ხმასაც ჩაიწერს - აღნიშნული ცვლილების შესახებ შესაბამისი ბრძანებები უკვე გამოქვეყნებულია. 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ამილახვარის ერთ-ერთი ბოლო ბრძანების მიხედვით, 2025 წლიდან, საერთო სამაგისტრო, ერთიან ეროვნულ, საბაზო პროფესიულ, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე ვიდეო და აუდიომონიტორინგი იქნება. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრებში ვიდეომონიტორინგის განხორციელებას გამოცდების/ტესტირების ორგანიზების/ადმინისტრირების, საკუთრების, უსაფრთხოებისა და  საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებით, ხოლო, აუდიომონიტორინგის განხორციელებას – ცენტრის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების, ცენტრის კანონიერი ინტერესების დაცვისა და საგამოცდო ცენტრებში ტესტირების ადმინისტრირებაში ჩართულ პირთა საქმიანობის ადმინისტრირების მიზნებით.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203