„დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები დავრგო მინდა!“ - კოდის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ემოციური აქტივობები გაიმართა
04-10-2024

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.

სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბისა  და სკოლის თვითმმართველობის წევრებმა, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.

მათი დევიზი  იყო - „დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები დავრგო მინდა!“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებზე, ომში დაღუპულ გმირებზე, რომლებიც თავდადებით იცავდნენ სოხუმს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203