საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრსა და სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეების შეხვედრა პოეტ ერეკლე საღლიანთან გაიმართა.
მასპინძელი ცენტრის სააქტო დარბაზში, სკოლის მოსწავლეებმა, დიდი ინტერესი გამოიჩინეს მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მიმართ. ერეკლე საღლიანსა და ახალგაზრდებს შორის ინტერაქცია დიალოგის რეჟიმში მოეწყო.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა ასევე საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გააშუქა.
იხილეთ ფოტოები: