მერენიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პლასტილინით საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს
04-10-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის პირველკლასელები საგაკვეთილო პროცესში დიდი მონდომებით არიან ჩართულნი.

მათ, ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილზე, პლასტილინით პირველად გამოძერწეს ცხოველები, ყვავილები და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს გაკვეთილი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთვის იყო ძალიან საინტერესო და სახალისო.

ხელოვნების მასწავლებლის თქმით, პლასტილინით ძერწვა ავითარებს ბავშვის ფანტაზიას, შემოქმედებით აზროვნებას, წვრილ მოტორიკას.

აღსანიშნავია, სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203