მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.
დირექციამ, პედაგოგებმა მოსწავლეთა განწყობაზე იზრუნეს - მათთვის სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად, ბუშტებით, დეკორაციებით მოირთო.
ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეული და ემოციური პირველკლასელებისთვის იყო. მათ კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. სკოლის წარჩინებულ მოსწავლეები კი სიგელებით დასაჩუქრდნენ.
ამ მნიშვნელოვან დღეს ასევე, სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა, სადაც მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებელთან ერთად იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
„მხიარულად დაწყებული ახალი სასწავლო წელი, ბედნიერი პირველკლასელები ახალთახალი წიგნებით, კომპიუტერებით, სიგელებით დასაჩუქრებული წარჩინებული მოსწავლეები, ბავშვებთან ერთად აცეკვებული მასწავლებლები, სკოლაში დაბრუნებული და სოფელში აწ უკვე დამკვიდრებული ბავშვების საყვარელი მასწავლებელი - ნათია ბერაია“, - ასე აფასებენ სკოლაში სწავლის დაწყების პირველ დღეს.
სკოლის დირექტორმა - ნაზი საბანიძემ სწავლის დაწყება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა და მათ წარმატებული წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: