ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლე ესეების კონკურსში საპრიზო ადგილზე გავიდა
11-06-2018

ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლილე ლანჩავა და ნაზი ერაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამართულ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიძღვნილ ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ. 

მონაწილეებმა დაწერეს ესე სათაურით - „ჩემი ადგილი თავისუფალ საქართველოში“. 

ლილე ლანჩავა ორიგინალური, საინტერესო და აზრობრივად დატვირთული ესეს შექმნისათვის  III ადგილზე გავიდა და სიგელითა და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა. ნაზი ერაძეს კი კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელი გადაეცა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის მიზანი იყო მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა, დამოუკიდებელი, თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება და ინდივიდუალური ნიჭისა და უნარის გამოვლენა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203