საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საინტერესო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
ამჯერად, მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ.
„ილიაუნმა“ სამეცნიერო პიკნიკს წელსაც უმასპინძლა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეების კლუბი „დედამიწის ქომაგები“, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების „ქსელის“, ფარგლებში მონაწილეობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ილიაუნის“ ეზო სავსე იყო მეცნიერებით დაინტერესებული ბავშვებით, სტუდენტებით და რა თქმა უნდა, მეცნიერებით, რომლებიც პიკნიკის სტუმრებს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და სხვა საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულებების პრინციპებს აცნობდნენ.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საზოგადოება მეცნიერების ზეიმის ეპიცენტრში წელსაც მოექცა, პრეზენტატორები კი გახლდნენ:
„კომპოსტი“ - ნატალია ალიევა და ნიკოლოზ გასვიანი;
„წრიული ეკონომიკა და ჩვენ“- ქრისტი კობახიძე;
„ნარჩენების მართვა“ - გიორგი ბიძინაშვილი;
„წყალი“ - ლუკა შაინიძე და თეკლა გასვიანი.
„კვების პირამიდა“- ზუკა ბრეგვაძე;
„კომპოსტი“- ანასტასია ალიევა;
„მდგრადი განვითარების მიზნები“- მარიამ ურუმაშვილი;
„წყალი“- შემეცნებითი სამაგიდო თამაში - ლიზი რეხვიაშვილი.
იხილეთ ფოტოები: