საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებისთვის სწორი კვების აუცილებლობის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
„როგორც ცნობილია, ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. ის თუ რას მივირთმევთ, პირდაპირ აისახება ჩვენს ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე!“, - ასეთია სასკოლო საზოგადოების პოზიცია, რასაც მეტად ამყარებს ჩატარებული თემატური აქტივობები.
ახლახან პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინი კანტიძესა და ბუნების მასწავლებელ მარიამ გოგიბერიძესთან ერთად, საინტერესო პროექტი წარმოადგინეს, რომელიც ეხებოდა ჯანსაღ/არაჯანსაღ კვებას.
თემის ირგვლივ გაიმართა აქტივობები:
ბავშვებმა დახატეს ჯანსაღი/არაჯანსაღი პროდუქტი, რომლის შესახებაც თავადვე ისაუბრეს, როგორც უარყოფით, ისე სასარგებლო თვისებებზე. (აღნიშნულ პროცესში ბავშვებს დაეხმარა ხელოვნების მასწავლებელი - ქეთი დევნოზაშვილი);
მოსწავლეები ორ ჯგუფად განაწილდნენ და შეადგინეს ჯანსაღი/არაჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც პირამიდის სახით წარმოადგინეს;
ბავშვებმა მხიარული აქტივობის სახით დააგემოვნეს ადამიანის კვების რაციონისთვის მნიშვნელოვანი ხილი და ბოსტნეული.
„ჯანმრთელობა ის განძია, რომელსაც ვერ იყიდი“, - ეს გახლდათ სასკოლო საზოგადოების მთავარი გზავნილი.
იხილეთ ფოტოები: