ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირის გამარჯვებულია 
04-10-2024

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჭადრაკის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მოსწავლეებიც დიდი ინტერესით სწავლობენ და შეჯიბრებებშიც წარმატებით ასპარეზობენ.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, 2024 წლის 28 ოქტომბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს პირველი სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“. 

რეგიონული ტურნირის ფინალის გამარჯვებული გახდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა გუნდი.

გამარჯვებული მოსწავლეები: ალექსანდრე გაფრინდაშვილი, დაჩი ბალაძე, დათა იაკობაძე, ლაშა კახიძე და მათი ჭადრაკის მასწავლებელი კარლო ტრაპაიძე დაჯილდოვდნენ თასით, მედლებით, დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით! 

„ნორჩი მოჭადრაკეები მეორე ეტაპზე თბილისში გააგრძელებენ  პაექრობას! წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გიმნაზიელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში და წინსვლას უსურვებენ გუნდს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203