მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.
საპრეზენტაციო თემა გახლდათ: „ტომ სოიერის თავგადასავალი“.
პრეზენტაციის ბოლო, მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად იმსჯელეს ნაწარმოებში არსებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.
„ჩემი ყოჩაღი ბავშვები“, - ასე აფასებს მოსწავლეებს, პედაგოგი და იმავდროულად სკოლის დირექტორი თეა ჭკადუა.
იხილეთ ფოტოები: