მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებით და შემოქმედებითი სახის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლა შეუერთდა სახალხო დღესასწაულს „ძველ სამტრედიელობას“, რომელიც ყოველთვის ოქტომბრის დასაწყისში იმართება.
ისტორიის წრის „კლიოს“ მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, თავიანთ ხელმძღვანელთან - ნინო ჭვალაძესთან ერთად, საინტერესო აქტივობები განახორციელეს და ასე მიულოცეს სამტრედიელებს ტრადიციული დღესასწაული.
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლა ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში - „ძველ სამტრედიაში” მდებარეობს. ტრადიციები, რომლებიც ამ უბანს დღემდე შემონახული აქვს, სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.
ბავშვებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები, ისაუბრეს ამ დღესასწაულის შესახებ და საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - დათვალიერება, რომლის თემატიკა ძველი სამტრედიის კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა.
„მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება ეძღვნება ძველი სამტრედიის კულტურულ მემკვიდრეობას“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მშობლიურ ქალაქს, მის ღირსშესანიშნაობებს უკეთ აცნობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: