ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, VI-VII კლასის მოსწავლეებმა თემებზე: „ქანდაკება, სპორტსმენი“ და „დიდი დედა“ პლასტელინისგან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მსგავსი აქტივობები.
იხილეთ ფოტოები: